პროკურატურამ გიგი უგულავას 5000 -ლარიანი გირაო შეუფარდა , ამის შესახებ გიგი უგულავა ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ კომენტარს აკეთებს

მარიამ ახალკაცი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებული გიგი უგულავას საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის განცხადებით, უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

„გიორგი უგულავას ბრალი ედება ერთი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და იმ ორი პირიდან ვინც გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილის საპირისპირო მხარეს იყვნენ, მათგან ერთს ბრალი ედება გიორგი გაბაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იგივე მუხლით რითაც დაკვალიფიცირებულია გიორგი უგულავას ბრალდება“,- განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

გიგი უგულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კომენტარს აქვეყნებს : აი თურმე რატომ დადგეს ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი. მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს აქციის მონაწილეებს არბევდა. ეს სუბიექტი ვალებში იხრჩობა. ლუდომანია, თამაშობს. შესაბამისად სუსმა მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი. პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ