მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია – ოქრიაშვილი

მარიამ ახალკაცი

ქართული ოცნების დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ მას გასაჩივრების უფლება აქვს. მისი თქმით, თუ მელია მეორე ინსტანციაში მოიგებს, დეპუტატებს იმავე დარბაზში მოუწევთ მისთვის მანდატის დაბრუნება.

მელიასთვის მანდატის შეწყვეტას ქართული ოცნების 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არავინ იყო. ოქრიაშვილი ერთადერთია ქართული ოცნების დეპუტატებს შორის, რომელმაც კენჭისყრაზე თავი შეიკავა. გარდა ოქრიაშვილისა, თავი შეიკავეს მირიან წიკლაურმა და გია ჟორჟოლიანმა.