ვისზე გაცვალა ოკუპირებულმა აფხაზეთმა ქართველი ტყვეები – ფე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადება

როგორც იცით, 25 დეკემბერს 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს.

იხ,

https://www.gmtv.ge/35625-2/

მაშინ გიორგი ლუკავამ განაცხადა, რომ ის ციხიდან არავის სანაცვლოდ არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ლუკავას გადაცემა პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის თხოვნით დაიწყო.

“2008 წლის მოვლენების დროს, ქართულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთში დააკავა ცხინვალის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში დიდხნიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის სამუდამო პატიმრობამისჯილიც იყო.

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ გიორგი ლუკავა სიაში ქართულმა მხარემ შეიყვანა, თუმცა მაშინ პატიმართა გაცვლის პროცესი დროებით შეჩერდა. მოგვიანებით, ის და კიდევ ერთი პატიმარი გ. გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, ქართულ მხარესთან გაიცვალა როლანდ ჟიბაზე, რომელიც ეჭვმიტანილია ბ.კვიციანის მკვლელობაში და საქართველოში იმალებოდა.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში თავს აფარებენ აფხაზეთში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევას მკვლელიც. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ადამიანები გადმოგვცენ. ეს საკითხი IPRM და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული”, – წერია აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დეტალები იხ.

http://www.apsnypress.info/news/zayavlenie-press-sluzhby-prezidenta-abkhazii/