სალომე ზურაბიშვილი: ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა

საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ. ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება. ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებსამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე დიდება უკრაინასსიტყვით მიმართვისას აღნიშნა.

ქალბატონო და ბატონო ელჩებო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თქვენ და კონფერენციის ევროპელ და ამერიკელ მონაწილეებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიით, რომელიც, შესაძლოა, არ აგვირჩევია, მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, იგივე ეპიზოდები განვვლეთ. ჩვენ გავიარეთ გზა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნიდან პირველ დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი ქვეყნებისათვის მცირე ხნიანი აღმოჩნდა, შემდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებით საბჭოთა კავშირთან შეერთება და ამ ძალიან რთული რეპრესიების პერიოდმა უკრაინასა დასაქართველოში სხვადასხვა ფორმა მიიღო: ადამიანის უფლებების ჩახშობა, ეროვნული იდენტობის ჩახშობა, ჩვენი ენების ჩახშობის მცდელობა და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამან საბოლოოდ არ იმუშავაამ ყველაფერმა კიდევ უფრო ახლო კავშირები ჩამოაყალიბა და რა თქმა უნდა, 1991 წელს მეორე დამოუკიდებლობის მოპოვებისას, ჩვენი ქვეყნები ერთსა და იმავე გზას დაადგნენ ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის, ინსტიტუტების კონსოლიდაციის გზას.

ეს ძალიან რთული გზაა, რადგანაც საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ. ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში, ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა