ხატია დეკანოიძე: პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ სანქციების სია გაიზარდოს

ნაციონალური მოძრაობისლიდერი ხატია დეკანოიძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15 კაციანი სია შეადგინა, საიდანაც 12 ქართველია.

ირაკლი კობახიძეს ვეტყვი, რომ მე, პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ სანქციების სია გაიზარდოს და პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე, პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და ეს ინფორმაცია, რაც თქვენ წაიკითხეთ კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს საიტზე, არის რუსული კავშირები ბიძინა ივანიშვილის.” – InterPressNews.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.