სანქციებს ვამკაცრებთ, მაგრამ ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ხელმძღვანელობაზე მეტად არ უნდა დაზარალდეს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვის მიუხედავად, რუსულ არმიას მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს.

„პუტინის თავდასხმა, რომელსაც ყოველ დღე ადამიანების სიცოცხლე ეწირება, შესაჩერებელია“, – აღნიშნა კანცლერმა. მან პოლიტიკოსებთან საუბარში აღნიშნა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერმა სიმართლის მოსმენა და დიპლომატიური გზით პრობლემების მოგვარება უნდა ისწვალოს.

ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ომი არ ანადგურებს მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც.

„ჩვენ მუდმივად ვამკაცრებთ სანქციებს, მაგრამ ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ხელმძღვანელობაზე მეტად არ უნდა დაზარალდეს“, – განაცხადა შოლცმა.