გვახსოვს სააკაშვილის ქმედებები, რომელმაც შეარცხვინა ქართველი ერი და ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას – კალაძე

გვახსოვს სააკაშვილის სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც შეარცხვინა ქართველი ერი და შეარცხვინა ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ზელენსკის პარტიის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ითხოვენ, რომ სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება უკრაინაში და სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, გადასცენ ის უკრაინას.

„მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მას აქვს გავლილი სამხედრო წვრთნები, თუმცა არ ვიცი, ზუსტად როდის, 2008 წლის ომამდე გაიარა, თუ ომის შემდეგ. გვახსოვს მისი სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც მართლა შეარცხვინა ქართველი ერი და შეარცხვინა ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას, მიატოვა საფრანგეთის პრემიერი და გარბოდა. სად გარბოდა, არავინ იცის“, – განაცხადა კახა კალაძემ.