„ვიცოდით, რომ ქიბარ ხალვაში აპირებდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ვაგრძელებთ ბრძოლას“

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სტრასბურგის სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის გაცნობას

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90/

სტრანსბურგში რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა ფაქტები მშრალად მიაწოდა მაყურებელს.

„როგორც მე მივხვდი, მან მშრალად აღწერა ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ჩვენს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის ღონისძიებაში გვქონდა მითითებული. ეს მხოლოდ გარკვეულწილად ასახა. ჩვენ გვქონდა ეს გამდიდრებული ფაქტებით, თუ როგორ მიმდინარეობდა მთელი პროცესები რუსთავი2-ის სასამართლო და მანამდეც როგორ ხორციელდებოდა ჩვენზე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილი.

თამთა მურადაშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამოქმედება 6 მარტამდე მოითხოვა, რადგან, სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაში აპირებდა მის აღსრულებას.

„ჩვენ მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამოქმედება 6 მარტამდე, ვინაიდან ვიცოდით, რომ ქიბარ ხალვაში აპირებდა მის აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფოს მხრიდან, ამაზე თავად უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაში მიუთითა თავად სტრასბურგის სასამართლომ,” – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.