გამაფრთხილებელი აქცია-გარდაბნელები ხელისუფლებას მიმართავენ და გამგებლად ჯამარაულის დატოვებას მოითხოვენ (ვიდეო)

გარდაბანში მთავარ მოედანზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციაში მონაწილეობას გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია ” ქართული ოცნების” წევრებიც იღებდნენ. აქციის მონაწილეები გარდაბნის გამგებლის, გოჩა ჯამარაულის თანამდებობაზე დატოვებას მოითხოვენ.

მათი თქმით, გოჩა ჯამარაულის შემცვლელად “ქართული ოცნება ” განიხილავს ადამიანს, რომელიც ყოფილი ნაციონალია და რომელიც წლების განმავლობაში საოლქოს საშუალებით აყალბებდა არჩევნებს. იგი გარდაბანში წლების განმავლობაში საარჩევნო საოლქო კომისიას ხელმძღვანელობდა

აქციაზე არ გამოჩენილა თავად გოჩა ჯამარაული, მედიასთან კომენტრაის გაკეთებისგან თავს იკავებს ბუდაღაშვილი.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ მოქმედი გამგებლის მხარდაჭერას გააგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ “ოცნება” ხალხის ხმას შეისმენს.