ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის წინ აქციას აანონსებს

“გირჩი მეტი საქართველოსთვის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით ვიდეოს ავრცელებს.

ჯაფარიძე აღნიშნულ ვიდეოში საზოგადოებას მოუწოდებს, რომ  პარლამენტის წინ აქციაზე გამოვიდნენ.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის რაც 5 აპრილს მოხდა ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას.

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.

მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები,მოგვიანებით “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრა სცადეს. დღის განმავლობაში გამართულ აქიებზე კი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი მოვლენების გამო, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა.

შსს-ის ინფორმაციით, 5 ივლისს განვიტარებული მოვლენების დროს, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა.