“რაც ხდება, მახინჯი კოჰაბიტაციის შედეგია, ხელისუფლებავ!”

ზაზა მჟავია

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”

-“სააკაშვილის ხელისუფლებად წოდებული რეჟიმი, რომელიც კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აწიოკებდა, ქართული გენის გენოციდს აწყობდა, თესდა მტრობას, ანგრევდა ეკლესიებს და რომ დასცლოდათ ფიზიკურადაც გაანადგურებდა ქართველ ადამიანს დედაბუდიანად, რეჟიმს რომელსაც ასიათასობით პრობაციონერი ჰყავდა, რეჟიმმა რომელმაც ლანგრით მიართვა რუსეთს ტერიტორიები… ასეთ რეჟიმთან, რომ კოჰაბიტაციაში შეხვალ, რეჟიმ გამოვლილ ადამიანებს რომ სამართალში არ აღადგენ იმ მოტივით, რომ რას იტყვის ევროპა, გვარამია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მთავარი პროკურორი იყო და რამდენ იმ სიბინძურეშია გახლართული რაც მიშამ და მისმა ხროვამ ჩაიდინა, ამდენს რომ გიბედავს, ეს დემოკრატიას კიარ ნიშნავს, პატივცემულო ხელისუფლებავ,

ეს ნიშნავს რომ სისტემა არაა დამოუკიდებელი, სისტემა, ანუ ხელისუფლება ცხოვრობს და მოქმედებს სხვისი დირექტივებით და ასეთი ხელისუფლება ვერ დაიცავს ადამიანის ვერც ინტერესებს და ვერც ღირსებას… ეს, რაც ხდება და რასაც გვარამია და ნაცები ბედავენ, მახინჯი კოჰაბიტაციის შედეგია, კოჰაბიტაცია დამნაშევე რეჟიმთან, ჩვენი შეურაცყოფის და ლაჩრობის ტოლფასია, ჩემო ხელისუფლებავ