წულუკიანი სტანსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება

მთავრობის ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისრტმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დღეს, რუსთავი 2-მა როგორც კომპანიამ მიმართა სტრანსბურგის სასამართლოს, მოპასუხე მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა. რუსთავი 2-მა მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის აღსრულება მანამ, სანამ სტრანსბურგის სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, არ დაიხუროს რუსთავი 2 და არ შეიცვალოს ბორდი.

რუსთავი 2-მა სტანსბურგში წარადგინა სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, მათ შორის გუშინ სშშ-ს ელჩის განცხადება და განაცხადა, რომ თუ სტრანსბურგი არ გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, შესაძლო იყო თბილისის ქუჩებში არეულობა დაწყებულიყო.

სტანსბურგმა,  ისე რომ ჩვენ, მეორე მხარე არ ვყოფილვართ საქმეში ჩაყენებული, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 8 მარტამდე ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი გადაწყვეტილების აღსრულება რომ არ შეცვლილიყო სარედაქციო პოლიტიკა.

ამ საქმეს მოცემულმა მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი და განიხილა სხვა განცხადებებზე ადრე.

რა იქნება მერე? მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე შეიკრიბება სასამართლო და კოლეგია გადაწყვეტს შემდგომ რა მოხდება. ეს არის ის, რაც დღეს მშრალად შემიძლიათ გითხრათ. ჩვენ მივყვებით პროცედურულად ამ საქმეს.