გახსოვთ ალბათ, გახმაურებული ბრიფინგი ამ დაჯგუფებაზე, მუქარის ზარები …და არანაირი რეაგირება!…

ნინო ჩარკვიანი

რამოდენიმე დღეა თვალს ვადევნებ ინფორმაციას იმ სადიზმზე, რომელიც სექტური რიტუალის შესრულებას მოჰყვა….გახსოვთ ალბათ ჩემი გახმაურებული ბრიფინგი ამ დაჯგუფებაზე და შემდეგ მუქარის შემცველი ზარები ჩემი მისამართით……. მას შემდეგ, აღარც მინდოდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მაინც ვერ ავუარე გვერდი ასეთ გაუგონარ ქმედებას. მაშინ, ერთმა ” ზე-განვითარებულმა” ფეისბუქ-მეგობარმა ისიც კი მომწერა, არ გეკადრებათ გოთებზე ასეთ აჟიოტაჟს რომ ტეხთო…

ეს არის გოთური კულტურა და მიმდევრობა?????!!!! ეს არ არის ენით გაუგონარი სისასტიკე, რაც ამ რიტუალს მოჰყვა??? ერთი თვე ვიარე თითქმის ყველა ინსტანციაში და არავის მხრიდან ( ვისაც რაიმე ფორმით ჩარევა ევალებოდა ) შედეგი არ მოჰყოლია არც მათი შეკრების ადგილების შესწავლას და ზოგადად მათ ქმედებებს!!!! ამ სირთულეს ისიც ემატება,რომ ფსიქოტროპული პრეპარატები კვლავ თავისუფლად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ შორის არასრულწლოვანთათვის….

13-14 წლის გოგო გამვლელს ეხვეწებოდა: ბიძია, მომეცი გთხოვ სამი ლარი, ტაბლეტს ვიყიდი, თორემ მოვკვდები, ვერ ვუძლებო…
უკვე, მართლა დროა სახელმწიფომ მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს ჩვენი გენოფონდის მიზანმიმართული განადგურების წინააღმდეგ !!!!

პ.ს ჩვენ, ხომ ჩვენივე მომავალი თაობისთვის გვინდა რეაბილიტირებული უბნები,დაგებული გზის საფარი…და საერთოდ ქვეყნის განვითარება!

კომენტარის დატოვება