„ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით! დესტრუქციული ძალები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ!“

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. კალაძე ქსანი-სტეფანქმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟების საკითხს გამოეხმაურა. კახი კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღეა დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ.

„ეს არიან ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ეკონომიკურ განვითარებას. ისინი ცდილობენ დეზინფორმაციული განცხადებებით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს ეს გადამცემი ხაზები აზიანებს ჯანმრთელობას და იწვევს მეწყერებს. ამასთან, დაგვადანაშაულეს ვანდალიზმში,თითქოს საფლავებს ვანადგურებთ. ეს სიცრუეა.

რაც არ უნდა თქვან მტრებმა, ჩვენ ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ხალხის სასიკეთოდ”-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.