ამერიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის დათბობის გამო გამო აკრიტიკებს

ამერიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის დათბობის გამო აკრიტიკებს. რობერტ გეიტსი აცხადებს, რომ ამერიკა რუსეთთან მიმართებაში არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეს. ექს-მინისტრმა ვაშინგტონში ლავროვის ვიზიტს უმნიშვნელო მოვლენა უწოდა და განაცხადა, რომ  საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრები  გამუდმებით სტუმრობდნენ ამერიკას და აქ მნიშვნელოვანი არაფერია. “მთავარია პოლიტიკა და მოქმედება, სწორედ ამიტომ იყვნენ ამერიკელები რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრად განწყობილი” – აღნიშნავს გეიტსი.