დღეს კიევში, ქართული კულტურის ცენტრ „ლაზიკაში“ ქართველთა შეკრება გაიმართება

ხალხის განწყობაა, რომ შედგეს ქართველთა კონგრესი, პატრიარქმა დალოცა ეს საქმე, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა…

დღეს სამუშაო ჯგუფი თბილისიდან კიევში გაემგზავრა. ჯგუფს მსოფლიო ჩემპიონი რომან რურუა ხელმძღვანელობს. ჩვენ ქართული ერთობის დარბაზის წევრს, თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით და გამგზავრების მიზანზე უფრო დეტალური ახსნა ვთხოვეთ.

-საქართველო არ არის მხოლოდ ის ხალხი, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ბედის უკუღმართობამ, ისტორიულმა სინამდვილემ ძალიან ბევრი ქართველი და ჩვენი მამულიშვილი უცხოეთში წაიყვანა. თუ საქართველოს შვილების და მეგობრების დიდი ერთობა არ შედგა საქართველოსთვის, ქვეყანას მომავალი არ ექნება.

ჩვენი დიდი საგანძურია ყველა ის ქართველი, რომელიც ქვეყნის გარეთ არის. მათ რეალურად ნახეს ნამდვილი ევროპა, ნამდვილი ამერიკა, ნამდვილი რუსეთი, ეს მაშნ, როცა ჩვენ საქართველოში ილუზიებში ვცხოვრობთ და პოლიტიკური პარტიები უფრო ვებრძვით ყოველგვარ ქართულს, ვიდრე ვიცავთ.

გაერთიანების განწყობა ქართული ერთობის დარბაზს დაარსების პირვეი დღიდანვე ჰქონდა. ბატონებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხალხელაურმა, რომან რურუამ, არნოლდ გეგეჭკორმა, თემურ გუგუშვილმა, გიგა ბათიაშილმა, ომარ მხეიძემ, რამაზ ყურაშვილმა ხელი რომ მოაწრეს მოქმედების მანიფესტს, მაშინვე გამოქვეთილად ითქვა იიმის თაობაზე, რასაც დიდი ერთობა ჰქვია საქართველოსთვის.

ქართული ერთობის დარბაზის კონგრესმა გადაწყვიტა, რომ შედგეს ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში ჩატარებული ღონისძიება. ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება. 50-მდე ქვეყნის 70-მდე ქალაქში, სადაც კოპაქტურად ცხოვრობენ ქართველები, სწორედ იქ უნდა შედგეს დიდი საუბრები საქართველოს მომავალზე. უნდა შევძლოთ ყველა ადამიანის ინტელექტუალური თუ ფიზიკური რესურსის მობილიზება იმისთვის, რომ მობილიზაციაში იქნას მოყვანილი ქართული პოტენციალი. თუ არ მოხდება დიდი გაერთიანება, ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნება. სწორედ ამ მიზნისთვის შევძელით და 30-მდე ქვეყანაში შევქმენით საინიციატივო ჯგუფები, სწორედ ამიტომ დავიწყეთ მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში და აზიურ ნაწილში საინიციატივო ჯგუფების ორგანიზება.

ამ დიდი კონგრესის ჩატარებას სჭირდება სამთა ერთობა. ეს არის  ხალხის, მთავრობის და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა. საბედნიეროდ, ხალხის განწყობაა რომ შედგეს ეს კონგრესი, პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა ეს საქმე, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა დ დარწმუნებული ვარ გამოკვეთილად დაუჭერს მხარს მომდევნო წელს ამ კონგრესის ჩატარებას.  იმედია ეს განხორციელდება და მსოფლიოს ქვეყნების შემდეგ კონგრესი დსრულდება თბილისში მსოფლიოს სხვადასხა კუთხეში მცხოვრები ქართველებისა და მეგობრების სტუმრობით.

ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში, ეს კი ვერ მიიღწევა, თუ ვერ შევძლებთ საუბარს და გაერთიანებას. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ დიდი ერთობის შექმნა.

ქართული ერთობის ინიციატივას შემოუერთდა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი, საქართველოს ხალხთა ანსამბლეა. ახლა უკვე ყველა ერთად ვაგრძელებთ მუშაობას კონგრესთან დაკავშირებით. ევროპაში უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფები და კიდევ გრძელდება, ახლა ასეთი ჯგუფები უნდა შეიქმნას ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ ქვეყნებში. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიო ლეგენდარული პიროვნების, რომან რურუას თავკაცობით, დღეს თბილისიდან მიემგზავრება სამუშაო ჯგუფი ჯერ კიევში, შემდეგ მინსკში, მოსკოვსა და პეტერბურგში. ამ ქალაქებში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს.

დიდმა მოჭიდავემ მიხეილ მამიაშვილმა თქვა-რატომ გგონიათ, რომ თქვენ უფრო მეტად გიყვართ საქართველო ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ან თუნდაც მოსკოვშო. ეს სიტყვები გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ჩავიდეთ ამ ადამიანებთან. დიდი მხარდაჭერა გააკეთა კიევის ქართული კულტურის ცენტრმა „ლაზიკამ“ , რომელსაც ზურაბ მიქავა უდგას სათავეში.

მისი და ყველას ერთობით, დღეს, 14 სექტემბერს, კიევში, ქართული კულტურის ცენტრ „ლაზიკაში“ შედგება შეხვედრა ჩვენს თანამემამულეებთან და იქნება დიდი საუბარი საქართველოს მომავალზე.  

15 სექტემბერს გავემგზავრებით მინსკში და ჩვენს ლეგენდარულ პიროვნებას, სამგზის ოლიმპიურ და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს ალექსანდრე მედვედს მივულოცავთ 80 წლის იუბილეს, რომლის ჩატარებას პრეზიდენტი ლუკაშენკო უდგას სათავეში. ამ იუბილეზე მინსკში მცხოვრბ ქართველებსაც შევხვდებით.

შემდეგ ჩავალთ მოსკოვსა და პეტერბურგში და შევხვდებით ცნობილ მოღვაწეებს. აქ შეხვედრების პარალელურად  ოთხგზის ოლიმპიურ და ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონს, ბატონ კარელინს მივულოცავთ 50 წლის იუბილეს.

ვენ გვჭირდება მეგობრობა და ერთობა. ეს ადამიანები, ნოემბრის თვეში სხვა მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებთან ერთად აპირებენ ჩამოვიდნენ საქართველოში ბატონი რომან რურუას იუბილეზე. მათ თავად შეგვახსენეს ეს თარიღი და გვითხრეს-ლეგენდარული რომანი გყავთ საქართველოში და მისი 75 წლისთავი ხომ არ გავიწყდებათო.

ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი მომდევნო წელი იქცეს სრულიად ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის წლად”-განაცხადა შაშიაშვილმა სატელეფონო საუბარში.