“გავიგუდეთ! მკვლელი საწარმო!” – რუსთავში აქციები დაიწყო (ვიდეო)

რუსთავში მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნის წინააღმდეგ აქციები დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებმა  საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.

არასამთავრობოები და სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ ისედაც რთული ეკოლოგიური ვითარების ფონზე, რუსთავს ახალი პრობლემა დაემატება. ერთ-ერთი მთავარი სადავო თემა კი მანძილია. ტერიტორიას, რომელზეც შესაძლოა ქარხანა აშენდეს, დასახლებულ პუნქტს მხოლოდ 350 მეტრი აშორებს.

მათ ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებაში დაადანაშაულეს.

ბრალდებებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზეზები განმარტა. ლევან ონიანი აქტივისტების შეფასებას ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ იზიარებს.

https://www.facebook.com/gavigude/videos/766905850388736/UzpfSTEwMDAyNzAxNTU2MjE3MDo0MzgwOTkwNzcxMDA2MDc/