თაკო ჩარკვიანი – საქართველოს ანექსია მიმდინარეობს, სააკაშვილმა ამიტომ გარისკა და გაწირა თავი, მან არ შეაწუხა და არ აჯაჯგურა არავინ

საქართველოს ანექსია მიმდინარეობს, სააკაშვილმა ამიტომ გარისკა და გაწირა თავი, მან არ შეაწუხა არავინ, არ აჯაჯგურა არავინ,- ამის შესახებ “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ აქცია 3 ოქტომბერს გაიმართოს სწორია, რადგან 2 ოქტომბერს პირველი რიგის ამოცანა ხმების დაცვაა.

“ხვალ ჩვენ შევეცდებით, ჩაიაროს არჩევნებმა ისე, რომ მარცხი განიცადოს “ოცნებამ”, არ უნდა გაყალბდეს, თითოეული ხმა უნდა დავიცვათ, ამიტომაც ჩვენ ვთქვით, რესურსის გამო, რომ არა დღეს და ხვალ, არამედ 3 ოქტომბერს იყოს აქცია. რაც შეეხება შერიგებას, სწორი რამ შევთავაზე, ეს უნდა გაეანალიზებინა ჭკვიან ხელისუფლებას, არა ისეთს, ცრუპენტელას, რომელიც დღეს მთელი დღე გვიმტკიცებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, ამიტომ ახლა გვაქვს დიდი ბრძოლა, ბევრი ამას უყურებს მარტივად, არადა საქართველოს ანექსიაზეა ლაპარაკი და ჩვენ შეიძლება გავხდეთ საქართველოს ანექსიის მოწმე 21- ე საუკუნეში. საქართველოს ანექსია მიმდინარეობს ადამიანებო და სააკაშვილმა ამიტომ გარისკა და გაწირა თავი. მან არ შეაწუხა არავინ, არ აჯაჯგურა არავინ, მას ეს შეეძლო, გარკვეული ადამიანები მასთან ალბათ ხვდებით, რომ ხაზზე იყვნენ და შეეძლო როგორც უკრაინაში მოხდა, ისე მომხდარიყო. სამარცხვინო რამ მოხდა, რისი მოწმენიც ყველანი გავხდით, ღარიბაშვილის განცხადება ალბათ მოისმინეთ, რომელმაც თქვა, რომ ბიძინობა არის. ვინ არის ივანიშვილი? პირველი პირია? თქვენს მონებს ულოცავთ ბიძინობას? არ მეგულება ღირსეული ქართველი რომელსაც ეს მონათმფლობელური წინადადება გამორჩა,”- განაცხადა ჩარკვიანმა.