მამა ანდრია სარია დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მარიამ ახალკაცი

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის საკადრო წმენდა ეპარქიაში – მამა ანდრია სარია დაუმორჩილებლობის ბრალდებით ეპარქიიდან გაათავისუფლეს. მეუფე გრიგოლ კაციასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სასულიერო პირის საკითხი, რომელიც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს თანამოაზრეა, სინოდალურ კომისიაზე განიხილეს. მამა ანდრია სარიამ კომისიიდან პირველი გაფრთხილებაც მიიღო, ახლა ილია მეორემ უნდა გადაწყვიტოს, სად გააგრძელებს ის საეკლესიო ცხოვრებას.