ვიდრე რუსეთი რაიმე ახალი დაპირებების გაცემაზე ისაუბრებს, აუცილებელია 2008 წელს მიღწეული შეთანხმება და დაპირება შეასრულოს, გაიყვანოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან – კელი დეგნანი

ვიდრე რუსეთი რაიმე ახალი დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია 2008 წელს მიღწეული შეთანხმება და დაპირება შეასრულოს, გაიყვანოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც ელჩმა რუსეთის მიერ ჩეჩნეთში უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვასა და საქართველო-ჩენჩნეთს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის განხილვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მნიშვნელოვანია რუსეთმა ჯერ ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც 2008 წელს საქართველოსთან დაკავშირებით გასცა.

„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებზე და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, რომ მათ შეასრულონ 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, რომ მათ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც აღებული აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ, შემდეგ ისაუბრონ დანარჩენ დაპირებებზე“, – განაცხადა დეგნანმა.