სახალხო დამცველი: იმედია პოლიცია პრიორიტეტული მიზნით იმოქმედებს

იმედი მაქვს პოლიცია მაღალი პროფესიონალიზმით და მსხვერპლთა უსაფრთხოდ დახსნის პრიორიტეტული მიზნით იმოქმედებს!” – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ბანკზეთავდასხმის ფაქტს.

ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ მძევლები საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაუბრუნდებიან.

გამძლეობა და მხნეობა მძევლებს და მათ ახლობლებს. ყველანი აუცილებლად მშვიდობით უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს” – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში