,,ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნის კოლაფსი, ნგრევა – იქ სხედან ჭკუიდან შეშლილი ბაბუები, რომლებიც არავის და არაფერს დაინდობენ, რაც მთავარია, მათ ეს ქვეყანა არ ეცოდებათ” – ალექსეი ნავალნი

,,ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნის კოლაფსი, ნგრევა – იქ სხედან ჭკუიდან შეშლილი ბაბუები, რომლებიც არავის და არაფერს დაინდობენ, რაც მთავარია, მათ ეს ქვეყანა არ ეცოდებათ” –  – ამის შესახებ სასამართლოზე რუსმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთში ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ყველა არ არის მზად უღალატოს საკუთარსა და საკუთარი შვილების მომავალს.

,,მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა. შეუძლებელია ის არ გეზიზღებოდეს. ნუთუ თქვენთვისვე არ არის დამამცირებელი თამაშობდეთ მოსამართლეებსა და პროკურორებს, სინამდვილეში კი წარმოადგენდეთ მოწყობილობას, რომელიც არსებობს მხოლოდ იმის გადმოსაცემად, რასაც ტელეფონით ეტყვიან?

ბევრს გავიღებდი თქვენი ფიქრების გასაგებად, თქვენო ღირსებავ. მაინტერესებს, გაქვთ კი რაიმე სახის შეგრძნება – “ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ”? ასე იფიქრა  გოროჟანკომ და თქვა აქ სიმართლე.

რატომ ჩათვალეთ, რომ ეს განუკითხაობა სულ იქნება? ფიქრობთ, რომ ან მე შემეშინდება ან დააშინებთ საერთოდ ყველას, მაგალითად ისეთს, როგორიცაა შესანიშნავი  მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც არა მხოლოდ გამოვიდა – ვიდეოც ჩაწერა და მთავარი სათქმელი გვითხა: იმოქმედეთ.

ყველას ვერ ჩააყუდებთ. თავისუფლების აღკვეთის 113 წელიც რომ მოითხოვოთ, ნება თქვენია – თქვენ ვერც მე და ვერც ჩემნაირებს ვერ შეგვაშინებთ. რუსეთი დიდია, აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ყველა არ არის მზად უღალატოს საკუთარსა და საკუთარი შვილების მომავალს ისეთივე სიმხდალით, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ.

ჩვენი ქვეყნის დაშლის მანტრა სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. იქ სხედან ჭკუიდან შეშლილი ბაბუები. ისინი არავის და არაფერს დაინდობენ. რაც მთავარია, მათ ეს ქვეყანა არ ეცოდებათ. მათი სამშობლო – შვეიცარიული ანგარიშია. როგორც უნდა იბრალებდნენ პატრიოტიზმს – ვიცით, რომ ეს მითია. და ჩვენთვის ყველასთვის ეს გრანდიოზული საშიშროებაა. სინამდვილეში, ძალიანაც გასაგებია, რა უნდა ვქნათ. ახლა ყველას ვალია – ვებრძოლოთ ომს. ნათქვამია: ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი. უმჯობესია ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა, რომელიც ჯოჯოხეთში ეშმაკის კერძად იქცევა” – აღნიშნა ნავალნიმ.

შეახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2021 წლის მარტიდან იმყოფება პოკროვის შრომა-გასწორებით კოლონიაში ვლადიმირის ოლქში, სადაც სასჯელს იხდის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით. ის, მისი თანამებრძოლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მისთვის პირობითი სასჯელის რეალურ სასჯელად შეცვლას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.