ლიზ ტრასი – ნატომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ რუსეთი დიპლომატიურ გზას არ გააგრძელებს, ამას რუსეთისთვის, უკრაინასა და მთელი ევროპისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების აგრესია მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობას სერიოზულად უთხრის ძირს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა .

„ჯერ კიდევ არის დრო, რათა რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია შეწყვიტოს და დიპლომატიური გზა გააგრძელოს. ნატომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ ეს გზა არჩეული არ იქნება, ამას რუსეთისთვის, უკრაინასა და მთელი ევროპისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რუსეთს აქვს არჩევანი, რამაც შეიძლება უკეთესი მომავალი გამოიწვიოს ევროპის, რუსეთისა და რუსი ხალხისთვის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.