ლუდმილა პუტინას მორიგი სკანდალური განცხადება პუტინზე

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა ცოლმა ლუდმილა პუტინამ გერმანულ გაზეთ Die Welt –სთან ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ „მისი ქმარი უკვე კარგა ხანია ცოცხალი აღარ არის“. მან ასეთი განცხადება 2 წლის წინაც გააკეთა, მაგრამ მაშინ უცხოური მედია არ დაინტერესებულა მისით. ახლა კი ქალმა ვრცლად ისაუბრა.

-„ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, არის კოშმარი, მიუხედავად იმისა, რომ ქმართან არასდროს მქონია კარგი დამოკიდებულება, მაინც გული მტკივა, რომ მისი სახელით უამრავი ცუდი ხდება მსოფლიოში. როცა ვალოდიას გავყევი, მაშინ სულ სხვანაირი იყო, მერე კი, როცა პოლიტიკაში შევიდა და მისი სახელი გაჟღერდა-შეიცვალა-გახდა ტირანი, დესპოტი, არაფრად მაგდებდა, მცემდა კიდეც.

მას მე ვჭირდებოდი საზოგადოებაში მეუღლედ და შვილების დედად. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აუტანელი გახდა. ერთხელ შვილები წაიყვანა, არც მითხრა სად მიყავდა ბავშვები და თავადაც წავიდა. მალე ძალიან ცუდი ადამიანები მოვიდნენ, ყველაფერი ყირაზე დააყენეს, კედლებზეც კი აკაკუნებდნენ, ჩემს კითხვებს პასუხს არ სცემდნენ, წასვლის წინ მითხრეს-თუ გინდა იცოცხლო, ჩუმად იყავი. მალე დაბრუნდება შენი ქმარი. მერე სანდო პირისგან შევიტყვე, რომ ვოვა მოკლეს და ხალხში მისი ორეული გამოიყვანეს. სახლში მოვიდა, ფიზიკურად ისე ჰგავდა, გავოგნდი, მაგრამ სულ სხვა ადამიანი იყო. მან იცოდა პუტინის ქცევები საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეში, მაგრამ აზრზე არ იყო ის სახლში. ცუდი ადამიანები მიხვდნენ, რომ არ გავჩუმდებოდი და წავიდოდი, მითხრეს-ჯერ შენი დრო არ არისო, მერე მიტხრეს, რომ მიაგნეს გოგონებს და თუ მინდოდა სიმშვიდე და ბავშვების სიცოცხლე, გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც მოითხოვდნენ. გოგონების სიცოცხლეს სასწორზე ვერ დავდებდი, მაგრამ თუ რამეს ისე გავაკეთებდი ან ვიტყოდი, რაც პროტოკოლში არ იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყებოდა.

მერე რამდენიმე ადამიანის დახმარებით მოვახერხეთ და ქვეყნიდან გავიპარეთ. ამ დროს გამოცხადდა, თითქოს ჩვენ გავშორდით. პირველი ორეული უკვე აღარ არის, ვიცი, რომ ახლა მეორე მართავს ქვეყანას. ეს ძალიან საშიში ხალხია, მეშინია რომ ვუყურებ რა ხდება რუსეთში!

ვიცი, ახლაც არავინ დაიჯერებს, შეიძლება ზოგმა იცის კიდეც სიმართლე, მაგრამ დუმს! სანამ შიშს არ დაამარცხებენ რუსეთის მოქალაქეები და წინ არ აღუდგებიან ამ ტირანიას, არაფერი გამოვა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და რუსეთში ცხოვრება აუტანელი იქნება“-განაცხადა ლუდმილა პუტინამ ინტერვიუში.