ექსკლუზივი – ყოფილი 27-ე საჯარო სკოლიდან ტექნიკასა და ინვენტარს იპარავენ (ფოტოები)

დავით ცხვარაძე

   მოსახლეობის თხოვნით, ქუთაისის ყოფილ 27-ე საჯარო სკოლაში არსებული სავალალო მდგომარეობით,  ახალი ამბების საგენტო – geomediatv.ge კიდევ ერთხელ დაინტერესდა.

საქმე ეხება სკოლის შენობას და მის ირგვლივ უყურადღებობის გამო წარმოქმნილ და განვითარებულ მოვლენებს, წლებია ვაშუქებდით სკოლის პრობლემას, ასევე ვაწვდიდით ინფორმაციას საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ყოფილი საჯარო სკოლის გარე პერიმეტრი. დღეს სკოლის გარშემო ღობე აღარ არსებობს, შენობა კი კარ-ფანჯრისგან პირწმინდად გაიძარცვა!  განადგურებულია სკოლის საქვაბე შენობაც.

უპატრონოდ მიტოვებული შენობიდან ინვენტარსა და ტექნიკას იპარავენ, ესეც რა თქმა უნდა უყურადღებობის გამო ხდება, საჯარო სკოლას არც დაცვა ჰყავს და არც მეთვალყურე. ნათქვამია,  „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო”  და აი, მაგალითიც! გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობამ  ფოტოები მოგვაწოდა, სადაც კარგად ჩანს წასაღებად გამზადებული სკოლის ქონება. დასკვნა ასეთია – სახელმწიფო საკუთარ ქონებას ანიავებს!

14686246_333877953641758_1832303606_n 14694887_333877976975089_1694057834_n 14741684_333878013641752_1046221174_n 14741767_333877813641772_416290765_n

დაუზუსტებელი ინფორმაცით არსებული ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

წარმოგიდგენთ ყველასგან მივიწყებული ყოფილი საჯარო სკოლის შენობის შიდა გარემოს ამსახველ ფოტოებს.

უკომენტროდ:

14625375_333877820308438_1479026316_n 14686317_333877810308439_1633669928_n 14694870_333877956975091_374568611_n 14696792_333877823641771_421269839_n 14699925_333877843641769_1959590581_n 14741190_333877833641770_1272012569_n

დანარჩენი კი საგამოძიებო უწყებებისთვის მიგვინდვია.

„არც პოლიცია მოძრაობს და არც ყურადღებას აქცევს ვინმე. არაერთხელ მოვიყვანეთ ტელევიზია, მაგრამ რა? ყურადღებას არვაინ აქცევს. ქემაინც შეუშვან ეს ტოლვილები და სისუფთავე მაინც იქნება, ამხელა შენობა ნიავდება წყალივით, საცოდაობაა- ლეწავენ და ანდგურებენ ყველაფერს. თან აქ სულ მუდამ რაღაც ცუდი ხდება, არის ხმაური, ისმის გინება და მუდამ ჩხუბია!“ – აცხადებს ადგილობრივი ზოია დეისაძე.

კომენტარის დატოვება