მაკა აბულაძემ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას სასამართლო პროცესი მოუგო

დავით ცხვარაძე

მაკა აბულაძემ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას სასამართლო პროცესი მოუგო.  გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მაკა აბულაძის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას სარჩელი და ბათილად გამოცხადდა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის ბრძანება მაკა აბულაძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოსამართლე ციცინო მოსიძემ ბაგა-ბაღების გაერთიანების სარჩელი არ დააკმაყოფილა და სამსახურიდან უკანონოდ გაშვებული აბულაძე აღნიშნულ თანამდებობაზე აღადგინა.

აბულაძემ ახალი ამბების საგენტო geomediatv.ge-სთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

-“დავუბრუნდი იმ ადგილს, სადაც ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სითბო და სიყვარული მაქვს ჩადებული”- ასე შეაფასა პირველი სამუშაო დღე მე-13 ბაგა-ბაღში დაბრუნების შემდეგ მაკა აბულაძემ.

კომენტარის დატოვება