ნიუ-იორკში გამოფენაზე აფხზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად წარსდგა

ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის დელეგაციამ ნიუ-იორკში 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტენდი, რომელზეც ეწერა-აფხაზეთის რესპუბლიკა.

რადიო „სპუტნიკ აფხაზიასთან“ ინტერვიუში დელეგაციის წევრებმა-ლიანა აგრბამ და ანაიტ ნერსესიანმა განაცხადეს:

-„ნუმიზმატების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა სამხრეთამერიკის კონტინენტზე, ეს ერთ-ერთი საშუალებაა მსოფლიოს აფხაზეთი წარუდგინო“.

არგბას თქმით გამოფენისთვის სპეციალურად მომწადდა აფხაზური მონეტების სისტემური კატალოგი, რომელიც აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა.

-პირველად მივიღეთ მონაწილეობა ასეთი მაშტაბის კონფერენციასა და გამოფებაზე, სტენდებმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. მონაწილეობის მიზანი იყო არა მხოლოდ მონეტების ჩვენება, არამედ აფხაზეთის წარდგენა მსოფლიოსთვის“-განაცხადა არგბამ.

ანაიტ ნერსესიანის განცხადებით, მათ უკვე მიიღეს მადლობის წერილი გამოფენის კურატორისგან კევინ ფოლისგან და ასევე მიიღეს მიწვევა შემდეგ კონფერენციასა და გამოფენაზე მონაწილეობისთვის.

-„ნიუ-იორკის გამოფენაში აფხაზეთის მონაწილეობა დიდი ნაბიჯია პოლიტიკურ ველზეც, ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ აფხაზური საიუბილეო მონეტები უძველეს ნუმიზმატიკურ კატალოგში შეიტანონ“-განაცხადა ნერსესიანმა.

„ნუმიზმატიკის საერთაშორისო კვირეული“ ნიუ-იორკში 2-10 იანვარს ჩატარდა.

კომენტარის დატოვება