ასეც ხდება-კლინტონის ქალიშვილმა ტრამპის ვაჟი დაიცვა

ჰილარი და ბილ კლინტონების ქალიშვილმა ჩელსიმ დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი ბერონი დაიცვა. ჩელსიმ ვაჟს მხარი დაუჭირა მას შემდეგ, რაც ბიჭი სოციალურ ქსელში ინაუგურაციაზე ქცევის გამო გააკრიტიკეს.

-ბერონ ტრამპი, ისევე როგორც ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს ბავშვი და აქვს უფლება დარჩეს ბავშვად ინაუგურაციაზეც კი“-დაწერა ტვიტერზე ჩელსი კლინტონმა.

10 წლის ბერონ სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ და დასცინიან იმის გამო, რომ მამის ინაუგურაციაზე დაღლილი იყო და ადგილზე „ქანაობდა“, მერე კი მის ახალშობილ ნათესავს ეთამაშებოდა.

New York Post-ის ინფორმაციით, ჩელსი თავად იყო კრიტიკის მსხვერპლი მაშინ, როცა მამამისი პრეზიდენტი იყო და მწარედ ახსოვს ის პერიოდი.

 

 

 

კომენტარის დატოვება