“21–ე საუკუნეა და ტერმინი ეთნიკური ქართველი კანონში არ უნდა იყოსო!..ფერეიდნელებზე კი…”

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

– დღეს პარლამენტში (ადამიანის უფლებები, დიასპორის კომიტეტებში) 6-თვიანი ლოდინის შემდეგ, განიხილეს ჩემი კანონპროექტი უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამკაცრების შესახებ და ამავდროულად ეთნიკურად ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.
პარლამენტში კანონპროექტის ინიციატორი იყო ბ–ნი ემზარ კვიციანი.
კომიტეტების წევრმა პარლამენტარებმა გიორგი ლომიას გარდა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს!!!
ქ–ნმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა 21–ე საუკუნეა და ტერმინი ეთნიკური ქართველი კანონში არ უნდა იყოსო!!!
შოთა შალელაშვილმა (ქართული ოცნება) ფერეიდნელებზე განაცხადა 400 წლის წინ წაყვანილი ხალხი რაღა ქართველებიაო!!!!!!!
ზოგადად დეპუტატების უმრავლესობა დისკრიმინაციად მიიჩნევდა კანონში ტერმინის “ეთნიკური ქართველის” ჩაწერას!

ყველაზე კურიოზული მომენტი იყო, როდესაც ქართული ოცნების დეპუატატი ბ–ნი ანრი ოხანაშვილი ფერეიდანის შესახებ მიხსნიდა თუ რამდენ ფერეიდნელს მიეცა მოქალაქეობა.

კომენტარი თქვენთვის მომინდვია!