ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო 18:00-ზე პარლამენტთან ანტისამთავრობო აქციები დაიგეგმა

5 ივლისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ ამ სახელწოდების აქციებს მოძარობა სირცხვილია და სხვა აქტივისტები გამართავენ.

ორივე აქცია პარლამენტის წინ 18:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

„ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა.

1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთმ, რომ ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა.

ის გარდაცვლილი მისი ოჯახის წევრებმა 11 ივლისს, გამთენიისას ნახეს. ამ წუთებში მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.