თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, 19 წლის ორსული ნორა თევზაძე მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით,  ფეხმძიმე გოგო კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნონა თევზაძეს ახალშობილთან ერთად, 1 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.