მე, მოქალაქე მოვითხოვ კითხვებზე პასუხს ხელისუფლებისგან! დომინანტი არის ხალხი!

ზაზა მჟავია

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”

კონსტიტუცია–უზენაესი კანონი , პოლიტიკა–ურთიერთობის ხელოვნება , წარსულისა და მომავლის ანალიზი, სტრატეგია შიდა და საგარეო ურთიერთობის, ეკონომიკის და სახელმწიფოს არსებობის, სუვერენიტეტი–მესამე სახელმწიფოს ან პირების ჩარევის გარეშე მოქმედება და პოლიტიკის განხორციელება, როგორც სახელმწიფოში ისე საგარეო ურთიერთობებში…

საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკას და მოქმედების სტრატეგიას ჩვენს ხელისუფლებას უსაზღვრავს მაკეინი და კონსტიტუცა, რომელიც მორგებული უნდა იყოს საქართველოს სახელწიფოებრიობაზე, რომელიც უნდა ასახავდეს და ქმნიდეს სუვერენიტეტს და მის დაცვის მექანიზმებს, განსაზღვრავს ვინმე ბუკიკიო, დიახაც, ჩემთვის ვინმეა ბუკიკიო, რატო უნდა მაძლევდეს მე დირექტივებს სხვა, რა ცვლილებები შევიტანო კონსტიტუციაში და თურმე აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიანიჭოს საქართველოს ხელისუფლებად წოდებულებმა..

აი, ამ განსაკუთრებული სტატუსის ასახსნელად და პასუხებზე კითხვების გასაცემად , პირად თქვენ, ბატონო პრემიერ მინისტრო გთავაზობთ შემხვდეთ ნებისმიერ ტელევიზიაში და კამერების წინაშე, პირდაპირ ეთერში გამცეთ ამ კითხვებზე პასუხი, დიახ ,მე, ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩემი გადასახადებით გიხდით ხელფასს და დაგიქირავეთ თქვენც და თქვენი ხელისუფლებაც, მე ვსვამ კითხვებს და თქვენ ვალდებული ხართ გამცეთ პასუხები. დომინანტი არის ხალხი და არა ხელისუფლება სახელმწიფოში….. მე თქვენ და თქვენს ხელისუფლებას გიწვევთ ტელედებატებში…

კომენტარის დატოვება