საქართველო იყო და რჩება აშშ-ს ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე  დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ ძლიერი ამერიკა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია. 

„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო დონალდ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტად არჩევა. მინდა, წარმატებები ვუსურვო არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაში. ძლიერი ამერიკა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საქართველო იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად.

ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას. ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დემოკრატიის კონსოლიდაცია, ხალხთაშორისი ურთიერთობები და ამ ქარტიის ფარგლებში, საქართველო აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს ამერიკასთან იმისთვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, თანამშრომლობის დადებითი შედეგების“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება