პროკონოვა: ამ დრომდე უცნობია რა მტკიცებულებები აქვს რუსეთის ფედერაციას

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში რჩება. დაკავებულის ადვოკატი ქსენია პროკონოვა აცხადებს, რომ ამ დრომდე უცნობია  რა მტკიცებულებები აქვს რუსეთის ფედერაციას:

“თავად აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დევნა, რადგან ის მონაწილეობდა აგვისტოს ომში და ამჟამად იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. იმედი აქვს, რომ უკრაინა მიიღებს მას, როგორც არა გარეშე პირს. რუსეთში მას ელის წამება. ვერ გეტყვით საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არის ერთი საკითხი, რაც მაღელვებს მისი დაკავების მომენტიდან. ინტერპოლის ბარათზე მითითებული იყო მისი გამომგზავრების მომენტი, ის ნახა ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა. მიკვირს რატომ არ დააკავეს ქართული პროცედურებით“ – ამბობს ადვოკატი.

თარიღი, თუ როდის გაიმართება კიევის სააპელაციო სასამართლოში მსჯელობა, დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება