„გარდაცვლილმა ბებომ უბანზე მისვლა დამასწრო“

ამ წუთებში ქვემო ფონიჭალის 21-ე უბნიდან მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სიაში მისი გარდაცვლილი ბებია აღმოაჩინა.

-„გარდაცვლილმა ბებომ უბანზე მისვლა დამასწრო. რომ მცოდნოდა, უფრო ადრე მივიდოდი და ვნახავდი, ბოლო სიტყვა არ უთქვამს ისე წავიდა და იქნებ იქ ეთქვა…“-ამბობს მოქალაქე და გარდაცვლილ ბებიას ასახელებს.

მისივე თქმით, ქვემო ფონიჭალაში 21-ე უბანზე სიაშია ქალბატონი ნათელა ღვალაძე, რომელიც წლებია ამერიკაშია.

-ცესკომ ცვლილებები კი გააკეთა, ახალი ამომრჩევლები კი დაამატა, მაგრამ გარდაცვლილები სიიდან როგორც ვხედავთ არ ამოუღიათ“ – ამბობს მოქალაქე.

ადგილობრივი მოქალაქის თქმით, უბანზე მობილიზებული არიან მანქანები, რომლებშიც სიებიანი ქალბატონები სხედან. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი მანქანები ორივე კანდიდატის მხარეს წარმოადგენენ.

P.S. ჩვენ გადავამოწმეთ და ქალბატონი იულეტა ღამბაშიძე 11 ნოემბერს გარდაიცვალა. ცნობისთვის, გარდაცვალების ცნობა ოჯახს აღებული აქვს.