ატოცი და ოკუპირებული რეგიონები ევროპის საბჭოს კონგრესზე

ევროპის საბჭოს კონგრესის 35-ე სესიის ფარგლებში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის 35-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ევროპის საბჭოს კონგრესის მიერ მომზადებული „საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხისა და თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის შეფასების ანგარიშის“ განხილვისას, გიორგი მელაშვილმა ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებსა და ოკუპაციის ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცში მცხოვრები მოსახლეობის შევიწროების, მუქარებისა და მუდმივ გატაცებებს შესახებ და მოუწოდა დელეგატებს იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა რეზოლუციაში ასახვისა და მათი ცხოვრების შესამსუბუქებელი მექანიზმების შემუშავებისკენ.
„ამავდროულად, უნდა შევეხო ორ თემას, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გავაჟღერო: უპირველეს ყოვლისა სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. დარწმუნებული ვარ , იმ რეგიონებში, ე.წ. „საზღვრისპირა რეგიონებში“, რომლებიც სინამდვილეში საზღვართან კი არა, ოკუპაციის ხაზთან ახლოს არიან – ქარელი, გორი, ზუგდიდი და სხვები, რომელთა მოსახლეობა ასევე მუდმივად განიცდის შევიწროებას, მუქარებს და მუდმივ გატაცებებს, დღესაც კი, სანამ აქ ვსაუბრობ, რუსეთის საოკუპაციო ძალები უფრო ღრმად შედიან ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგიწოდოთ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა ავსახოთ რეზოლუციაში.“
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 636 წარმომადგენელს აერთიანებს 47 ევროპული ქვეყნიდან.