შარლ მიშელი Twitter-ზე საქართველოს შესახებ წერს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების შესვლას კიდევ ერთხელ მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს ნდობის აღდგენას ემსახურება.

როგორც შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი და აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის მისაღწევად.

“ევროკავშირი და აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად. საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაბრუნება პარლამენტში, ხელს შეუწყობს  ნდობის აღდგენას სომხეთსა და აზერბაიჯანში,” – წერს შარლ მიშელი “ტვიტერზე”.