“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ადამიანების „ჩარეცხვა“

თბილისის მერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანას დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.

„მე გავაკეთე ჩემი პრიციპული არჩევანი. ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება, არის მშვიდობა, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ადამიანების „ჩარეცხვა“, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები. პირიქით, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საქართველო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს“, – განაცხადა კახა კალაძემ