„ქართული მიწისა და სტრატეგიული ფასეულობის გაყიდვა ქვეყნის წინაშე დანაშაულის ჩადენის ტოლფასია!“

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

-„ქართული მიწისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ფასეულობის გაყიდვა ყოველგვარი დადგენილი მკაცრი რეგულაციების გარეშე დაუშვებელია, რაზეც რბილად რომ ვთქვათ, ეს იქნება ქვეყნის წინაშე გამოუსწორებელი დანაშაულის ჩადენის ტოლფასი, თუმცა მომავალი თაობები უფრო უკეთ შეაფასებენ ყოველივეს, როგორც ხელისუფლების, ისე თითეული პოლიტიკური მოღვაწის თუ მაღალი თანამდებობის პირის ქმედებებს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდის შემომქმედებს ერგო წილად ახალი თაობებისაგან მაგალითად სერგო ორჯონიკიძის სახით, მითუმეტეს როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი ტრიბუნიდან საუბრისას საზოგადოებას მიანიშნებენ, რომ ქვეყანამ თავის მართველობის პერიოდში დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება უნდა გაიზიაროს, რასაც მივესალმები კიდეც , ამიტომაც კარგი იქნება თუ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხის გადაწყვეტისას გადახედავენ დემოკრატიული ქვეყნებს, თუ როგორი რეგულაციებია აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწისა თუ სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ფასეულობის შემთხვევაში.

უფლის წყალობით ამ უმძიმეს ჟამს ქართველ ერს გვყავს ბრძენი კათალიკოს პატრიარქი რომელსაც უსმენს ქართველი ერი და იმედია მოუსმენს საქართველოს ხელისუფლებაც რომელიც ბრძანებს სრულ ჭემარიტებას ბრძანებს, რომ „ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა რომლიც რომლის გაყიდვა არ შეიძლება არავის არააქვს უფლება არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარს, არავის არააქვს უფლება გაყოდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები,აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე.“

ვიმედოვნებ, რომ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას ექნება ერთიანი პოზიცია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებისადმი“

კომენტარის დატოვება