„არ დაიჯეროთ! ვის გადმოსცემს- პოროშენკოს არც მის დანიშვნას ეკითხობოდნენ და არც მის გადაცემ-გადმოცემას…”

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა და უკვე აღარც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველა აღარ არის, აქტუალური გახდა კითხვა-გადასცემს თუ არა პოროშენკო სააკაშვილსსაქართველოს მთავრობას?

თავად სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რომ უკრაინის პრეზიდენტი ასეთ რამეს არ გააკეთებს.

-„მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. მხოლოდ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“-ასე უპასუხა ოდესის ექსგუბერნატორმა უკრაინული მე-5 არხის ეთერში ჟურნალისტს.

იმაში, რომ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოს მთავრობას არ გადასცემს, დარწმუნებულია ბატალიონ „დონბას უკრაინას“ წევრი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილიც.

10353552_415024601995069_7826421115096428072_n

-„არ დაიჯეროთ! რას გადმოსცემს, ვის გადმოსცემს? პოროშენკოს არც მის დანიშვნას ეკითხობოდნენ და არც მის გადაცემ-გადმოცემას დაუშვებს ის, ვინც ყველამ კარგად ვიცით…არ არის ეგ პოროშენკოს მისაღები გადაწყვეტილება.

უფრო მეტსაც გეტყვით, უკრაინელი ხალხი ახლა უფრო აქტიურობს სააკაშვილის გარშემო, გადადგომამ მას მომხრეები შესძინა, ახლა ხალხი მასზე დებს ფსონს და თუნდაც ამიტომ, პოროშენკოსთვის სააკაშვილის საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა დამღუპველი იქნება, ისედაც ერთი ნაპერწკალიღა აკლია აქაურობის აფეთქებას, უკრაინელები კი ასეთ საკითხებში დაუნდობლები არიან.

პოროშენკო პირველ რიგში ბიზნესმენია და მერე პოლიტიკოსი, კარგად ხვდება რა შეიძლება მოუტანოს ამ ნაბიჯმა და სულაც არ არის გამორიცხული რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული სცენარი იყოს, როგორც იაცენიუკის შემთხვევაში იყო“-განაცხადა მარტიაშვილმა ჩვენთან საუბარში.

კომენტარის დატოვება