ფინანსთა მინისტრი ბანკებს ახსნა-განმარტებებისთვის იბარებს

მამუკა ბახტაძე ბანკებს ახსნა-განმარტებებისთვის ორშაბათს იბარებს.

,,მეგობრებო, ჩვენმა ინიციატივებმა გახსნა საჯარო დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ბანკები საზოგადოების კითხვებზე პასუხობენ.

რაც შეეხება ამ დისკუსიის საგნობრივ და პროფესიულ ნაწილს, მასზე პასუხებს ორშაბათს, 16 აპრილს ფინანსთა სამინისტროში ბანკების ხელმძვანელებთან დაგეგმილ შეხვედრაზე მოვისმენთ.” – აცხადებს მამუკა ბახტაძე