ლაგოდეხში „ფორუმი“ კიდევ 80-მდე წევრმა დატოვა

ლაგოდეხში „ეროვნული ფორუმი“ კიდევ 80-მდე წევრმა დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. განცხადება ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ   გააკეთა.

როგორც ბარბაქაძე აცხადებს, „ფორუმის“ დატოვების მიზეზი თავის დროზე პარტიის მიერ კოალიციის დატოვება გახდა.

თავად გოდერძი ბარბაქაძემ „ეროვნული ფორუმი“ 17 ივნისს დატოვა და განაცხადა:

-„არ შემიძლია ჩემი მომავალი პოლიტიკური ცხოვრება „ეროვნულ ფორუმთან“ ერთად გავაგრძელო, მე ვრჩები იმ იდეის ერთგული, რამაც „ფორუმი“ ბიძინა ივანიშვილს დააკავშირა, ჩემს თავს ვერ ვხედავ ოპოზიციაში“.

გოდერძი ბარბაქაძე თავის გუნდთან ერთად უერთდება „ქართულ ოცნებას“ და მხარს უჭერს „ოცნების“ კანდიდატს გურამ მაჭარაშვილს.

კომენტარის დატოვება