“მიშველეთ!..”

R
ნანა ხომასუიძე
„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი.
   -“მ ი შ ვ ე ლ ე თ !
-ეს საქართველო ყვირის!… საქართველოს წუხილი და დარდია!.. დღეს ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია… მას სტკივა, ავადაა… ის იმ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც თავიდანვე მცდარი დიაგნოზი დაუსვეს და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობენ. არადა, მას სულ სხვა სენი შეჰყარეს – კოჰაბიტაცია!..
კოჰაბიტაციამ კიდევ უფრო დაასნებოვანა და დააძაბუნა ქვეყანა. საფრთხეშია მისი ეროვნული ღირსება და თავმოყვარეობა. ხელისუფლების უხერხემლო მოქმედებამ კოჰაბიტაციის მეტასტაზები კიდევ უფრო გაამრავლა. ოთხო წლის მანძილზე ქვეყნის მესაჭეთა უნიათობამ კოალიცია ნაც მოძრაობიდან გადაპორტირებულმა სუბიექტებმა შეავსეს.
სწორედ, ამ ტკივილმა შეგვკრიბა ერთად პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის თითოეული წევრი ერთად. ჩვენი მიზანია ქვეყნის ნაციონალური მოძრაობისაგან საბოლოოდ გათავისუფლება. ამიტომ, ვინც წინააღმდეგია თავსმოხვეული კოჰაბიტაციისა, ვინც თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური დაჯგუფებაა- შემოგვიერთდით! მობრძანდით არჩევნებზე, შემოხაზეთ ნომერი # 2 , რათა საბოლოოდ გადავაგდოთ პოლიტიკურ სანაგვეზე ეს კრიმინალური დაჯგუფება. ერთად ვიცხობროთ ღირსეულ საქართველოში.
ერთად ვიზეიმოთ ქვეყნის გამოჯანმრთელება ” არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”
ჩვენ მოვდივართ: ” თქვენგან, თვქენთვის, თქვენთან ერთად!”

 

კომენტარის დატოვება