ჯილდო ცეზარ ჩოჩელს ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე თბილისის ძიუდოს გრან პრიზე ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და კომპანია “ზედაზენის“ პრეზიდენტს ცეზარ ჩოჩელს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მთავარმა სპორტულმა დირექტორმა ვლადიმირ ბარტამ ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.