თბილისში, „აფრიკის დასახლებისკენ” მიმავალი საავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა

თბილისში,  „აფრიკის დასახლებისკენ”  მიმავალ გზაზე   საავტომობილო გზის ნაწილი  ჩაინგრა და ტრაილერი უკანა საბურავებით  ჩავარდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გავრცელებული ინფორმაციით  მოქალაქეებს შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა.

ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.