„დაიღალა ქმართან ურთიერთობით და საქართველოში უნდოდა წამოსვლა, მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა მასთან”- თურქეთში მოკლული ქალის მეგობარი ახალ დეტალებზე საუბრობს

თურქეთში მოკლული ქალის მეგობარი ახალ დეტალებზე საუბრობს.  როგორც  ირკვევა, თეო თუაშვილი საფრთხის შესახებ წინა დღეებში სატელეფონო ზარებისას საუბრობდა და საქართველოში დაბრუნება სურდა.

თუაშვილის მეგობარი მარიკა სონღულაშვილი ამბობს, რომ წყვილს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა.

„ადრე ჰქონდა მცდელობა საქართველოში წამოსვლის, თავის გვერდით მყოფ პიროვნებასთან ერთად, მაგრამ მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა მასთან, ძალიან დაიღალა მასთან ურთიერთობით, დაიღალა ყველაფრით და რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა წამოსვლა. ეს პრობლემა უფრო ქმარს ეხებოდა, იმიტომ, რომ თქვა თეომ, რომ დაიღალა ქმართან ყოფნით, ამ პიროვნებამ თეო დაღალა,” – ამბობს მარიკა სონღულაშვილი.

გარდაცვლილი მცხეთაში უნდა გადმოასვენონ.

გაიგეთ მეტი: თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს. მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრეს.