ხანძრის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ 4 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავებულია – 6. არსებული ინფორმაციით დაშავებულთა შორის ერთი მეხანძრეა.

ადგილობრივების თქმით, სასტუმროდან ადამიანების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

სასტუმროში ხანძარი ჩამქრალია, თუმცა ჯერ კიდევ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია.