ლონდონში, სროლის გამო, ორი მეტროსადგური დაიკეტა

ლონდონში, სროლის გამო, ორი მეტროსადგური – “ოქსფორდ სერკუსი“ და “ბონდ სტრიტი“დაიკეტა. პოლიცია სროლასთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას ამოწმებს. მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობას შენობებში თავის შეფარებას ურჩევენ.

ხალხში პანიკაა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია, როგორ გარბის ხალხი ქუჩებში.