მიუღებელი იყო მხოლოდ ხელისუფლების რუპორი და ეს რუპორო ყველასთვის ცნობილია…

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.

ქართული ოცნების ოფისში შეკრებილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სახალხო დამცველის პოსტზე შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არჩევანი ნინო ლომჯარიაზე შეაჩერეს.

ომბუდსმენის თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა.

იოსებ ბორცვაძე

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი

-არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერებულიყო არჩევანი ხელისუფლების მიმართ ლოიალურ კანდიდატზე, ყველა შტო მმარველ გუნდს ეკუთვნის, შეზღუდული უფლებებით არსებული პრეზიდენტის გარდა ბუნებაში აღარ არსებობს მმართველი ძალის დამაბალანსებელი პირი, სტრუქტურა, ინსტიტუცია.

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის მხარდაჭერის ქონა უფრო მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, ვიდრე ხელისუფლების. ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის მიუღებელი იყო მხოლოდ ხელისუფლების რუპორი და ეს რუპორო ყველასთვის ცნობილია. რა უფრო მომგებიანი იქნება მმართველი ძალისთვის, რუპორის დანიშვნა თუ ნაბიჯის გადადგმა იმისკენ, რომ ოპოზიციისთვის და სამოქალაქო საზოგადეობისთვის მისაღები კანდიდატი აირჩიონ, განვსაჯოთ როგორც პიარულად, ისე პოლიტიკურად.