სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობამ არჩევანი ნინო ლომჯარიაზე შეაჩერა

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.

ქართული ოცნების ოფისში შეკრებილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სახალხო დამცველის პოსტზე შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არჩევანი ნინო ლომჯარიაზე შეაჩერეს.

ომბუდსმენის თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.